მთავარი » 2011»მარტი»29 » 12 რამ, რაც უნდა იცოდე ფინანსურ ანგარიშგებებზე
1:48 PM
12 რამ, რაც უნდა იცოდე ფინანსურ ანგარიშგებებზე
1. ფინანსური ანგარიშგებები როგორც დაგროვებითი ქულების ბარათი. თანამედროვე ინტერნეტინვესტირების შესაძლებლობები ინვესტორთა რიცხვს მილიონებამდე ზრდის, თვით ერთ კომპანიაშიც კი რამოდენიმე ინვესტჯგუფი ან ინდივიდუალი მუშაობს სხვადასხვა საინვესტიციო სტრატეგიებით. ასეთ პირობებში კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები ხშირად მის მიმართ ნდობის ვოტუმს გვიჩვენებს, რაც ქმნის კომპანიის ვალდებულებების მის საკუთარ კაპიტალთან ფარდობის ანუ ლევერიჯის მნიშვნელოვნადზრდას იწვევს. ლევერიჯს სხვაგვარად ბერკეტად მოიხსენიებენ, და მართლაც, იგი ერთის მხრივ მცირედი კაპიტალით მეტი სახსრების მოზიდვით მეტი ინვესტირების, ანუ აქტივების გაზრდის შესაძლებლოას იძლევა, რაც მეტ მოგებას გვპირდება, მაგრამ მცირე კაპიტალის დიდი ვალდებულებებით დატვირთვა კომპანიის ფინანსურ სისუსტეს ნიშნავს და მას სახსრების მოზიდვას უძვირებს (ინვესტორები თავს იკავებენ სუსტადკაპიტალიზებულ კომპანიაში, მის ვალდებულებებში (სავალო ფასიანი ქაღალდი, სხვა ნაკისრი ვალდებულებები) თანხის ჩადებისგან. აქ თავს იჩენს ლიკვიდურობის პრობლემა. კომპანიას, რომლის ბალანსზე კაპიტალი და მყარი აქტივები (ეკონომიკური კაპიტალი) შედარებით მცირეა და შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებულია ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან (ვალდებულებების აღებით), ბაზრის ოდნავი შეშფოთებამაც კი ლიკვიდურობის პრობლემა შეიძლება შეუქმნას.
ბიზნესმენ რობერტ ფოლეტის წიგნში "როგორ შევინარჩუნოთ ქულები ბიზნესში" გატარებულია აზრი, რომ ქულები ეს იგივე დოლარებია, ხოლო ფინანსური ანგრიშგებები