რამდენად ბუნებრივია ნავთობის ფასების მსოფლიო ბაზარზე, ხელოვნურად არის ის შექმნილი თუ კლასიკური მოთხოვნა–მიწოდების ანაფარდობით არის ნაკარნახევი? – ამ კითხვაზე პასუხი ექსპერტებისგან შესაზლოა ნაკლებდამაჯერებლად ჟღერდეს ანდა კრიტიკად კრიტიკისათვის ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა რჩებოდეს, მაგრამ როდესაც ნავთობის ფასის ხელოვნურობაზე თავად ნავთობკომპანიის ბოსები საუბრობენ, მათ ნამდვილად დაეჯერებათ. გასულ კვირას Exxon Mobil მენეჯერმა რექს ტილერსონმა თავისი გულახდილობით ინვესტორები ნამდვილად გააოცა. მისი თქმით: წმინდად მოთხოვნა–მიწოდებაზე დაფუზნებული ნავთობის ფასი ბარელზე $60–დან $70–მდე საფასო ინტერვალში უნდა ვარირებდეს. მიზეზი რის გამოც ის $100–ს აჭარბებს გამომდინარეობს სანავთობე ფიუჩერსული კონტრაქტებით მოვაჭრეთა მაღალი სიხშირის ტრეიდინგიდან, რაც მათ საშუალებას აძლევს სპეკულირება მოახდინონ ნავთობის ნებისმიერ მაღალ დაფიქსირებულ ფასზე. სანავთობე ფიუჩერსები მეტად პოპულარულია იმისათვის, რომ ლიკვიდურობა უზრუნველყოფილი იყოს და ამას რამოდენიმე მსხვილმა ჰეჯ–ფონდმაც შეუწყო ხელი."
აღნიშნული განცხადება აშშ–ის სენატის სხდომაზე გაკეთდა, სადაც დემოკრატიული პარტიის სენატორების გამოძიების ფარგლებში აშშ–ის 6 უმსხვილეს ნავთობკომპანიის BP, Shell, Chevron, Conoco-Phillips Exxon მენეჯერებს მოუსმინეს.