საქართველოში თანამედროვე საბანკო-საფინანსო ურთიერთობების განვითარების და ყველასათვის ოპტიმალური შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა მიგვაჩნია, რომ ფინანსური ინდუსტრია ის სფეროა, რომელიც ზრდის ყველაზე დიდ პოტენციალს შეიცავს თავად ფინანსური სექტორის ზრდის თვალსაზრისით და ამავდროულად გადამწყვეტი როლი აკისრია ეკონომიკის ყველა სექტორის, მთლიანად ეკონომიკის ზრდა-განვითარებაში; საფინასო-ეკონომიკური ბუმის და გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილება გვკარნახობს, რომ საყოველთაოდ აღიარებული "კეთილდღეობა ყველასათვის" იდეის რეალიზაციას ფინანსურმა ინდუსტრიამ შეიძლება ერთდროულად ფრთებიც შეასხას და იკაროსის მითადაც აქციოს. ფინანსები საზღვრებსგარეშე ფენომენია და მისი გაცნობიერების გარეშე "ამერიკული ოცნების მსხვრევა" საქართველოს "ღრუბლებში ფრენასაც" უქმნის საფრთხეს ისლანდიის ვულკანზე ძალუმად. მაგრამ ნებისმიერი ეკონომიკის ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომა და აღდგენა ფინანსური ინექციებით ხერხდება. ჯანსაღი და მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის კომპლექსური ეფექტიანობის, ანუ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ-სოციალურ სამართლიანობას, გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს და სხვა ალტერნატივებსა თუ დილემებს შორის ოქროს შუალედის მოძებნა, რისთვისაც ეკონომისტ-ფინანსისტების პროფესიონალიზმთან ერთად საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერების და ცოდნის დონის ამაღლება აუცილებელია, მ.შ. იმისთვისაც, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს ფინანსურ ურთიერთობებში და მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად |