Societe Generale-ს ტრეიდერი ჯერომ კერვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ბანკი ყოფილ თანამშრომელს ბრალს მასთან შეუთანხმებლად მსხვილმასშტაბიანი ტრეიდინგული ოპერაციების ცატარებაში სდებს. სპეკულატიური ოპერაციებისგან მიყენებული ზარალი 5 მლრდ ევროს შეადგენს... კერვილი ბანკის საინვესტიციო-ტრეიდინგული დეპარტამენტის თანამშრომელად აღნიშნული დანაკარგების მასზე დაბრალებამდე მუშაობდა, თუმცა ბანკი მას საოპერაციოდ გამოყოფილთან შედარებით მეტი თანხის დამოუკიდებლად ოპერირებას აბრალებს. არ არის გამორიცხული ბანკი ყოფილიყო დაინტერესებული რისკიანი ოპერაციებით, რომლიდანაც მნიშვნელოვანი მოგების მიღების შესაძლებლობას ხედავდა და აუდიტის ჩატარებამდე ან ფინანსური ანგარიშგების წარდგენამდე გაწეული რისკის გამართლებას ან მიმალვას შეძლებდა, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა და განტევების ვაცი სწორე კორპორატიული ტრეიდერი აღმოჩნდა.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კერვილს ზარალის ანაზღაურება და 5წლიანი პატიმრობა მოუწევს.