მთავარი » 2010»მაისი»16 » მობილური ბანკინგი ”მაგთიკომისა” და ”ლიბერთი ბანკისგან”
2:56 AM
მობილური ბანკინგი ”მაგთიკომისა” და ”ლიბერთი ბანკისგან”
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”მაგთიკომი” საკუთარ აბონენტებს საშუალებას აძლევს, ”ლიბერთი ბანკში” გახსნან საკუთარი ფულადი ანგარიში, რომლის მართვასაც აბონენტი მობილური ტელეფონით შეძლებს. მაგთის ახალი სერვისის საშუალებით საბანკო ანგარიშის გახსნისას შესაძლებელია რამდენიმე ოპერაციის განხორციელება. კერძოდ, ანგარიშზე თანხის შეტანა, ანგარიშიდან თანხის გამოტანა, თანხის გადარიცხვა მაგთი/ბალის აბონენტებთან, კომუნალური და სხვა დავალიანებების დაფარვა.
რას ფიქრობთ მობილ-ბანკზე? რამდენად მოსალოდნელია მაგთიმ ან სხვა კომუნიკატორმა ბანკები ჩაანაცვლონ? ფული სხვა არაფერია თუარა ნდობის ერთეული, ხოლო კრედიტი ნდობაა, დეპოზიტი ბალანსი და ა.შ.
ინფორმაციის ერაში ვირტუალურ ფულს ბევრი უპირატესობა აქვს. 90-იანი წლების საქართველოში "ფულის გაცოცხლება" ბანკიდან ფულის გამოტანას ნიშნავდა, დღეს კი საბანკო ანგარიშები და ზოგადად ნებისმიერი დეპოზიტი ლიკვიდობის თვალსაზრისით აბსოლუტიზმისკენ ისწრაფვის, მაშინ როცა ქარალდის ფულით საერტაშორისო საგადახდო-საანგარიშსწორებო ოპერაციების სწრაფად განხორციელება შეუძლებელია. ბილ გეითსი ბანკებს დინოზავრებს უწოდებს იმის გამო, რომ ქაღალდს ბოლომდე არ ეშვებიან
ალბათ ძნელი იქნება ბანკების მსგავსი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების, სავალუტო პოზიციების ლიმიტების, კაპიტალით უზრუნველყოფის და ლიკვიდობისაც უზრუნველყოფა და ამიტომაც არის რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ამას ბანკების გარეშე, რომელთა აქტივებიც ლიკვიდურობის ხარისხით ვირტუალური ფულის ლიკვიდობის დონესთან ახლოსაა და იმავდროულად საზედამხედველო მოთხოვნები მეტ გარანტიას აზლევს მომხმარებელსაც და მთლიანად სისტემასაც, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მაგალითად ფორექს ბრუნვის 96%-იან წილს სპეკულაციური ოპერაციებისას, კაპიტალური ბაზისის სიდიდე თავისთავად არაფერს იძლევა მისი მაქსიმალური დატვირთვის (მასზე სტრუქტურული ფინანსების აგების) გარეშე. რაც შეეხება სტრუქტურულ ფინანსებს,_ესაა დერივატიული ფასიანი ქარალდები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ქაღალდთან და ელექტრონული ჩანაწერების სახით არსებობს, ცხადია მათზე ოპერაციებიც ელექტრონულად მიმდინარეობს. წარმოუდგენელია რომელიმე ბირჟამ დაიტიოს ტრეიდერთა ის ოდენობა, რაც დღეს კომპიუტერული ტერმინალების მეშვეობით ვაჭრობს. სწორედ ტერმინალის როლი და ფუნქციაც ბანკებზე უკეთაც კი შეიძლება კომუნიკატორებმა შეასრულონ, ბანკიც ხომ საშუამავლო ფუნქციის მატარებელია, რასაც ეფექტურად ვერ განახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გარეშე. P.S. "ლიკვიდობაში" თავად ვირტუალური ფულის ლიკვიდურობას არ ვგულისხმობ, არამედ შუამავლის აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურას, გნებავთ, ფულადი ნაკადების მიმართულებებს და მოცულობებს დროში; ფაქტია რომ ამგვარად ფული სულ უფრო ეფემერული ხდება
ალბათ ასეა, თუმცა თუ უახლეს პროგმოზებს გაეცანით, ნახავდით, რომ კომუნიკაციის სფერო ზრდის პერსპექტივით ვერ დაიკვეხნის, მაშინ როცა საბანკო სექტორი აქტიურდება და ბანკებს შორის კონკურენცია დინამიური ხდება. შესაბამისად, ნოვაციური საბანკო პროდუქტების გამოსატანად ბაზარი მწიფდება და კომუნიკატორების მზადყოფნას მოითხოვს
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]