გლობალური ეკონომიკური კრიზისი
|
|
|
|
Tsotne | თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 5:46 PM | შეტყობინება # 1 |
 მისტერ
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 13
სტატუსი: გასული
| 2007–2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მრავალი გამოწვევის წინაშე გვაყენებს თავისი ე. წ. "change"-ებით (ინგლ. ცვლილება, გამოწვევა); როგორ შეიცვლება მსოფლიო მაკრო და მეზოეკონომიკური აქტორების ძალთა ბალანსი, რომელი ეკონომიკა შეასრულებს მსოფლიო ეკოონომიკის ლოკომოტივის როლს?
|
|
| |
ვალერიკუტალია | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-09, 10:41 PM | შეტყობინება # 2 |
დაინტერესებული
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 4
სტატუსი: გასული
| Quote (Tsotne) 2007–2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მრავალი გამოწვევის წინაშე გვაყენებს თავისი ე. წ. "change"-ებით (ინგლ. ცვლილება, გამოწვევა); როგორ შეიცვლება მსოფლიო მაკრო და მეზოეკონომიკური აქტორების ძალთა ბალანსი, რომელი ეკონომიკა შეასრულებს მსოფლიო ეკოონომიკის ლოკომოტივის როლს? ჩინეთს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ზესახელმწიფო გახდეს, გარდა ენერგეტიკული რესურსებისა (ჰიდროს არ ვგულისხმობ), თუმცა ლუდვიგ ერჰარდისეული "კეთილდღეობა ყველასათვის" მილიარდნახევრიანი მოსახლეობის პირობებში უტოპიაა. თანაც სასურსათო ინფლაცია უკვე ქმნის მწვავე პრობლემებს. მე უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ ჩინეთს ლიდერად, რომელსაც უკვე დასაკუთრებული აქვს რუსეთის ენერგოშემცველი მიწების დიდი ნაწილი. ვფიქრობ მალე დადგება საკითხი მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებაზე და რუსებს "თავის მართლება" მოუწევთ შემცირებული გენოფონდისათვის სხვა ქვეყნებთან შედარებით უზარმაზარი ტერიტორიების შეუსაბამობის გამო
|
|
| |
Tsotne | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:09 PM | შეტყობინება # 3 |
 მისტერ
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 13
სტატუსი: გასული
| Quote (ვალერიკუტალია) ჩინეთს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ზესახელმწიფო გახდეს, გარდა ენერგეტიკული რესურსებისა (ჰიდროს არ ვგულისხმობ), თუმცა ლუდვიგ ერჰარდისეული "კეთილდღეობა ყველასათვის" მილიარდნახევრიანი მოსახლეობის პირობებში უტოპიაა. თანაც სასურსათო ინფლაცია უკვე ქმნის მწვავე პრობლემებს. მე უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ ჩინეთს ლიდერად, რომელსაც უკვე დასაკუთრებული აქვს რუსეთის ენერგოშემცველი მიწების დიდი ნაწილი. ვფიქრობ მალე დადგება საკითხი მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებაზე და რუსებს "თავის მართლება" მოუწევთ შემცირებული გენოფონდისათვის სხვა ქვეყნებთან შედარებით უზარმაზარი ტერიტორიების შეუსაბამობის გამო არამგონია იაპონიის მიმართ კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით გამოვლენილი სიხისტის ფონზე ჩინეთმა რუსეთს სამხედრო-პოლიტიკური გზით პრეტენზიები წაუყენოს ახლო მომავალში, მითუმეტეს გაზსადენის პროექტების ჩაშლა ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს დააზარალებს. ჩინელები ბუნებრივად ითვისებენ რუსეთს და ლაზერული იარაღით მათი შეჩერება შეუძლებელია. ისე რუსები მონგოლოიდური რასიდან მოდიან და ჰანტინგტონისეულ "ცივილიზაციათა შეჯახების" თეორიას შესაძლოა ამიტომაც არ აქვს ადგილი. სინტოიზმის და ბუდიზმის ქრისტიანულ რელიგიასთან კონფრონტაცია არ არის შესამჩნევი, განსხვავებით ისლამისა; მაგ. ბოლო მონაცემებით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობის 80% ქრისტიანობისადმი არატოლერანტულია და მომენტალურ რეალობაში ტერაქტების სახით რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის, არადა რუსეთში მათზე 10-ჯერ მეტი (20 მლნ.) ჩინელი ცხოვრობს უკვე. საინტერესოა რომ ცატარებული გამოკითხვების მიხედვით რუსების უმრავლესობა ნომერ პირველ მტრად საქართველოს, ხოლო უპირველეს მეგობრად და პარტნიორად ჩინეთს ასახელებს, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობას კი 20 მილიონს თვლის.
|
|
| |
Khobi | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-02, 10:22 PM | შეტყობინება # 4 |
 დაინტერესებული
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 1
სტატუსი: გასული
| თუ საუბარია პოლიტიკურ აქტორზე, მაშინ კვლავაც შეერთებული შტატები რჩება ლიდერად, რასაც აფრიკული რევოლუციების ჯაჭვი ადასტურებს და სხვა სუბიექტები,- გარდა რუსეთისა,-საერთაშორისო ასპარეზზე ან არ აქტიურობენა ანდაც ბირთვული მატარებლებით ინფანტილურ დემონსტრირებებს ახდენენ; ეკონომიკურ აქტორობას რაც შეეხება, ჩინეთი პრეტენზიებს ისეთ საკითხებშიც აცხადებს, სადაც ჩინურ ფაქტორს აინუნშიაც არავინ აგდებდა, დაწყებული სსფ სასესხო ინსტრუმენტებიდან და სარეზერვო ვალუტად იუანის წამოყენებიდან და დამთავრებული უკვე დაპყრობილი მსოფლიო ბაზრის დეპროტექციონიიზაციის მოთხოვნებამდე. (როგორც ჩანს "ოპიუმის ომი" და "ღია კარის პოლიტიკა" შებრუნებული სცენარით ევროპაში "იდგმება"). მეორე საკითხია ის რომ დღევანდელ მსოფლიოს მუშახელზე მეტად მატერიალური რესურსების ნაკლებობა აწუხებს და მართალია ეს ორი ფაქტორი ერთობლიობაში ქმნის დოვლათს, მაგრამ კეთილდღეობის უზრუნველყოფა ძნელდება მრავალრიცხოვნობის პირობებში მეტი საჭიროებების გამოსხვა ქვეყნებთან შედარებით ჩამორჩენილი ცხოვრების დონე კი რაოდენ საფრთხის შემცველია, ამას აფრიკელთა მიმდინარე ამბოხებებიც ცხადყოფს. ინფორმაციის ერაში ეს ყველაზე მწვავედ დგება ცალკეული ქვეყნების წარმატებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად მიღწეული კეთილდრეობის მაგალითების ფონზე (ისე, მსგავსი შედარებები პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაერიკელი ჯარისკაცების შემხედვარე იაპონელ ჯარისკაცებს გაუჩნდათ, უნიტაზის და ჩანგლის ქურდი რუსების მსგავსად, და ამას რაღაცის (ახლა არ მახსენდება კონკრეტულად რა) სინდრომიც კი დაარქვეს სოციოლოგებმა). ფაქტია, რომ აფრიკული რევოლუციების ამერიკული სცენარით წარმართვა შტატების როლს და მნიშნელობას მთელს მსოფლიოს გაახსენებს.
|
|
| |