დაგვირეკეთ |
 
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » ინფლაცია საფონდო ბაზრის ციფრებზეც აისახა
8:33 PM ინფლაცია საფონდო ბაზრის ციფრებზეც აისახა |
ბოლო დღეებში ევროზონაში გამოვლენილმა პრობლემების და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის ფონზე ანალიტიკოსები სპეკულატიური კაპიტალის ევროპული ბირჟებისკენ გადადინებას მოელოდა, თუმცა აშშ მთავრობის მიერ პარასკევს წარმოდგენილმა ინფლაციის დაბალმა ციფრმა და ფედერალური საპროცენტო განაკვეთების გაზრდის მოლოდინის გაქარწყლებამ ევროსთან მიმართებაში დოლარის კურსის გაუფასურების ტრენდის შეცვლასთან ერთად აშშ ძირითადი საფონდო ბირჟების ინდექსების ზრდას შეუწყო ხელი. ცნობილია, რომ 17 ქვეყნიანი ევროზონის და ევროპის ცენტრალურ ბანკს დაქვემდებარებულ ევროკავშირის სხვა ქვეყნების გარდა ინფლაცია მძვინვარებს ჩინეთში. ეცბ-სგან და "ჩინეთის სახალხო ბანკისგან" განსხვავებით საბაზო საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ნაკლებადაა მოსალოდნელი შტატებში. ფედერალური სარეზერვო სისტემა ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ესპანური და ისლანდიური ბანკების სისუსტის ფონზე სარეზერვო მოთხოვნები მკაცრდება, საფინანსო ინსტიტუტებს ნაკლებად შეზღუდავს. საინტერესოა როგორია მოვლენათა ქრონოლოგია და რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები იკვეთება შექმნილ ვითარებაში. ამის გარკვევა ბირჯების ფსიქოლოგიის, არსებული ტრეიდერული პოზიციების, ეკონომიკათა სიძლიერის ხარისხის, პოლიტიკურ მდგომარეობათა ცოდნას და ანალიზს მოოითხოვს.
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ენერგორესურსებზე მზარდი ფასები აშშ ეკონომიკაზე, რომელიც ენერგიის უმთავრესი მომხმარებელია, ნაკლებად აისახა. წლის დასაწყისიდან მარტამდე ფასები საშუალოდ 2,7%-ით გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია, თუმცა ენერგორესურსებზე ფასების ზრდასთან შედარებით წმინდა ინფლაცია (იანგარიშება ნავთობის ფასების გაუთვალისწინებლად) თითქმის ნულოვანია.
|
კატეგორია: ეკობიზნიუსი |
ნანახია: 895 |
დაამატა: Tsotne
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
ნავთობის რეზერვი |
სანახავად საჭიროა Flash Player–ის განახლება
|
Block title |
 |
რეკლამა ფეისბუქზე |
  |
Block title |
Block content |
კალენდარი |
« აპრილი 2011 » |
2შ |
3შ |
4შ |
5შ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
Block title |

|
საიტის მეგობრები |
ააააააააააააააააა |
|