კომპანია სონი 77 მილიონ გეიმერს ფლეისთეიშენის ქსელის ანგარიშების დაკარგვის გამო ბოდიშს უხდის; FBI მომხდარში კიბერ შეტევის კვალს ხედავს.
გასული კვირის განმავლობაში საიტის რეკონსტრუქციის გამო შექმნილი დისკომფორტისა და შეფერხებებისსთვის მომხმარებელს ბოდიშს უდიდესი ინტერნეტ მაღაზია ამაზონიც უხდის.
უორენ ბაფეტის მიერ მართული Berkshire Hathaway-ის 2011 წლის 1-ლი კვარტლის მოგება 58%-ით $1.5მლრდ-მდე შემცირდა. იაპონიაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების გამო ზარალიანი აღმოჩნდა კომპანიის სადაზღვევო და ანდერრაიტინგის განყოფილება.